ფეხბურთი

16:00 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხოჭოლავამ “ჩერნომორეცთან” კონტრაქტი გააგრძელა

22 წლის ქართველმა მცველმა დავით ხოჭოლავამ ოდესის “ჩერნომორეცთან” კონტრაქტი გააგრძელა. ჯერჯერობით, ისაა ცნობილი, რომ ხელშეკრულება გახანგრძლივდა, ვადა კი უცნობია.

ხოჭოლავა შარშან ზაფხულს ქობულეთის “შუქურადან” გადავიდა “ჩერნომორეცში” და არა მხოლოდ დაიმკვიდრა ადგილი ძირითად შემადგენლობაში, არამედ ერთ-ერთი საუკეთესოც იყო გუნდში: უკრაინაში მას მართლაც კარგი პრესა აქვს და როგორც შევიტყვეთ, იქაური ძლიერი კლუბებიც იყვნენ დაინტერესებულნი.

ხოჭოლავა საქართველოს 17, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში თამაშობდა. ის “საბურთალოს” აღზრდილი გახლავთ და თავდამსხმელად თამაშობდა. მოგვიანებით გადასწიეს დაცვაში.

0.128608