ჩოგბურთი

15:23 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სერენა მეოთხედფინალშია

მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა “როლან გაროსის” 1/8-ფინალში უკრაინელი ელინა სვიტოლინა 6:1, 6:1 დაამარცხა. ანგარიშის მიუხედავად, შეხვედრის რამდენიმე გეიმში ბრძოლა მიმდინარეობდა.

სერენამ 8 ეისი ჩააწოდა და ერთი ორმაგი შეცდომა დაუშვა. უილიამსმა 8 შესაძლებლობიდან 6 ბრეიკი შეასრულა. სვიტოლინამ 8-დან ერთი ბრეიკი გააკეთა.

მეოთხედფინალში სერენას მეტოქე პუტინცევა – სუარეს-ნავაროს გამარჯვებული იქნება.

შეგახსენებთ, რომ სერენა “როლან გაროსის” 3-გზის ჩემპიონია (2002, 2013, 2015)

0.11249