“გოლდენ სტეიტსა” და “ოკლაჰომას” შორის გამართულმა დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის გადამწყვეტმა მეშვიდე შეხვედრამ (96:88) ყველა დროის რეკორდი მოხსნა.
Turner Sports-ის ცნობით, ამ მატჩს ნბა-ის ისტორიაში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა. შეხვედრის ყურების რეიტინგი 11.2 გახლდათ.
შეგახსენებთ, რომ “ოკლაჰომა” “გოლდენ სტეიტის” სერიის მეექვსე შეხვედრის ყურების რეიტინგი 7.9 იყო, რაც წლევანდელ სეზონში სარეკორდო მაჩვენებელი იყო.