“კლივლენდ კავალიერსის” ლიდერი ლებრონ ჯეიმსი მოახლოებულ სუპერფინალზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ტოტალიზატორები ფავორიტად “გოლდენ სტეიტს” თვლიან, რაც სასაცილოა.
“ეს არ არის ჩემი საქმე. არც ისაა ჩემი საქმე სუპერფინალში თუ ვინაა ფავორიტი. ტოტალიზატორები ფავორიტად “გოლდენ სტეიტს” მიიჩნევენ, რაც ნონსენსია”- ლებრონ ჯეიმსის სიტყვებს ESPN-ი ავრცელებს.
ფინალური სერიის პირველი შეხვედრა 3 ივნისს “გოლდენ სტეიტის” დარბაზში თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.