თამაშგარე

11:22 | 1.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარა ტკივილებს უმკლავდება

ვისაც ფეხბურთის “გვერდით” არსებული ამბები აინტერესებს და ცნობილ მობურთალთა ცოლებისთვისაც გადაუვლია მზერა, აბა ისე როგორ იქნებოდა, რომ არ იცოდეს თუ ვინაა არგენტინელი შემტევის, მაურო იკარდის პოპულარული და გადარეული ცოლი, არგენტინელივე მოდელი, ვანდა ნარა.

ვანდა ნარას ეპატაჟურობასა და სიკისკასეზე ჩვენ ადრეც არაერთხელ გვიწერია და რამე რომ იყოს, არც სხვა დროს დავიზარებთ დაწერას, თუმცა ამჟამად ვანდას პრობლემა უნდა გამცნოთ. თურმე ნუ იტყვით და იკარდის ცოლს ბოლო ერთი წელია, ზურგის ქრონიკული ტკივილები აწუხებდა და მიუხედავად ამ ტკივილებისა, იგი მაინც თავპატიჟდაუდებლად იდგა პოდიუმზე.

ამჟამად ვანდა ნარა სარეაბილიტაციო კურსს გადის და საბოლოო ჯამში თავადაც აღიარებს, რომ ქრონიკურილი ტკივილების დამალვა მისი მხრიდან არასწორი იყო. თუმცა ახლა რაღა დროს აღიარებაა? ნეტა რატომ ტკივა ზურგი? სახლის საძირკვლის “აპალოვკის” ჩასახმელად “რასტორი” რომ არ მოურევია – ცხადია...

0.606642