ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია იმ მოჭადრაკეთა სიას აქვეყნებს, რომელთაც უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ 2016-2017 წლების გრან-პრის სერიაში. სერიის შესახებ კი ჯერ მხოლოდ თარიღებია ცნობილი:
პირველი ტურნირი - 2016 წლის 12-23 ოქტომბერი
მეორე ტურნირი - 2017 წლის 10-21 თებერვალი
მესამე ტურნირი - 2017 წლის 11-22 მაისი
მეოთხე ტურნირი - 2017 წლის 5-16 ივლისი
გვპირდებიან, რომ ტურნირების ჩატარების ადგილს მალე შეგვატყობინებენ.
გთავაზობთ მონაწილეთა სიას, ფრჩხილებში მითითებულია შერჩევის კრიტერიუმი:
მაგნუს კარლსენი (მსოფლიოს ჩემპიონი)
ვიშვანათან ანანდი (2014 წლის მსოფლიოს პირველობის მატჩის მონაწილე)
სერგეი კარიაკინი (2015 წლის მსოფლიოს თასის გამარჯვებული)
პიოტრ სვიდლერი (2015 წლის მსოფლიოს თასის ფინალისტი)
ანიშ გირი (2015 წლის მსოფლიოს თასის ნახევარფინალისტი)
პაველ ელიანოვი (2015 წლის მსოფლიოს თასის ნახევარფინალისტი)
ჰიკარუ ნაკამურა (2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მაისამდე საშუალო რეიტინგის მიხედვით)
ფაბიანო კარუანა (2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მაისამდე საშუალო რეიტინგის მიხედვით)
ვესელინ ტოპალოვი (2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მაისამდე საშუალო რეიტინგის მიხედვით)
ვლადიმირ კრამნიკი (2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მაისამდე საშუალო რეიტინგის მიხედვით)
ლევონ არონიანი (2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მაისამდე საშუალო რეიტინგის მიხედვით)
უესლი სო (2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მაისამდე საშუალო რეიტინგის მიხედვით)
დინ ლიჟენი (2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მაისამდე საშუალო რეიტინგის მიხედვით)
მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მაისამდე საშუალო რეიტინგის მიხედვით)
ევგენი ტომაშევსკი (2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მაისამდე საშუალო რეიტინგის მიხედვით)
აუცილებელი არაა, რომ ეს საბოლოო სია იყოს. ასევე გამოქვეყნდა შესაძლო სათადარიგო მონაწილთა სამეულიც, თუმცა ალბათ მათი რიცხვი მეტი იქნება:
1. ალექსანდრ გრიშჩუკი
2. ლი ჩაო
3. პენტალა ჰარიკრიშნა
სამივე შეირჩა 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის მაისამდე საშუალო რეიტინგის მიხედვით.
კიდევ ცხრა მონაწილის ვინაობა, რომლებსაც სერიის ორგანიზატორი კომპანია ,,აგონი“ წარადგენს, ჯერჯერობით, უცნობია.
თითოეულ მოჭადრაკეს ოთხიდან სამ ტურნირში თამაში ევალება, მათი შედეგები კი საერთო ანგარიშში აისახება. სერიის შედეგების მიხედვით, ორი საუკეთესო მონაწილე 2018 წელს დაგეგმილ პრეტენდენტთა ტურნირში მონაწილეობის უფლებას მიიღებს.