ჩოგბურთი

20:21 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი პროსტეჟოვის ჩელენჯერზე აღარ ითამაშებს

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩეხეთის ქალაქ პროსტეჟოვში დაწყებულ ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) აღარ ითამაშებს, რისი ოფიციალური მიზეზიც ტურნირის ორგანიზატორებს მითითებული არ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ Unicredit Czech Open-ის პირველ წრეში ბასილაშვილს მე-2 განთესვის მქონე ჩეხ ლუკაშ როსოლთან უნდა ეთამაშა. ნიკოლოზის უარის შემდეგ, ქართველი ჩოგბურთელის ადგილი “ლაქი ლუზერმა” დმიტრი პოპკომ (ყაზახეთი) დაიკავა.

0.117916