ესპანეთის ჩემპიონ კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელი მცველი ადრიანო კორეია ტოვებს. კატალონურ გამოცემა “მუნდო დეპორტივოს” თუ დავუჯერებთ, 31 წლის სამხრეთამერიკელი კარიერას რომის “ლაციოში” გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ტრანსფერს მხოლოდ ოფიციალური სახის მიღება აკლია. ადრიანო “ლაციოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან “ბარსა” მას გაათავისუფლებს. კონტრაქტი კი ორწლიანი იქნება.
ბრაზილიელი ფეხბურთელი “კამპ ნოუზე” “სევილიადან” 2010 წელს გადაბარგდა, თუმცა დღემდე ძირითად შემადგენლობაში ფეხი სტაბილურად ვერაფრით მოიკიდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ვფიქრობ რომ მშვენივრად ემსახურა ბარსელონას,რაც შეეძლო ყველაფერს აკეთებდა.იმ დონის ფეხბურთელი არ იყო,რომ სასტავში ფეხი მოეკიდებინა მაგრამ რას ვიზამთ.ისე ამის გოლით რამდენიმე ძალიან კარგი თამაში მოვიგეთ წინა სეზონებში.
პატივისცემას იმსახურებს ასეთი ხალხი,იგივე სეიდუ კეიტა,იაია ტურე,პედროზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ტურე და პედრო რა სახსენებელია ადრიანოსთან, ლიდერები იყვნენ გუნდის, თუნდაც კეიტა
გაგეხსნა ლოტიტო გონება?! დე ვრეის გარდა ყველა მცველი მოაშორე ლაციალეს და ახლებზე იჩალიჩე, ოღონდ ფეხბურთელ მცველებზე გაურკვეველი პროფესიის ხალხი რო მოყარე გუნდში. ადიანო მშვენიერი განაპირა მცველია, შეტევებშიც კარგად ერთვება. უფასოდ ასეთების დათრევა მართლა მაგარია. კიდე 2-3 მცველი მაღალი დონის და მინიმუმ 1 გამტანი თავდამსხმელი გჭირდება.