ფეხბურთი

10:33 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვიტალი დარასელიას ტურნირის ნახევარფინალები: “დინამო” და “ალკმაარი” ფინალში არიან

ვიტალი დარასელიას ხსოვნის ტურნირზე (16-წლამდელებში) ისევ ოთხი მატჩი გაიმართა: ნახევრაფინალური ფლეი-ოფები. თბილისის “დინამომ” 1:0 სძლია თურქულ “ტრაბზონსფორს”, ხოლო თბილისის “ლოკომოტივმა” 0:0 დაასრულა მატჩი ჰოლანდიურ “ალკმაართან” და პენალტების სერიაში 5:6 წააგო. საბოლოოდ, ფინალში დღეს, “დინამო არენაზე” დინამოელები ალკმაარელებს შეხვდებიან, რომლებთანაც ჯგუფში 0:1 წააგეს, თუმცა იმ შეხვედრაში ქართველები უმოტივაციოდ იყვნენ, ბენილუქსელებს კი უსათუოდ გამარჯვება სჭირდებოდათ.

ორივე ნახევარფინალი “მიხეილ მესხზე” გაიმართა. ჯერ “დინამო”-“ტრაბზონსფორი”, რომელშიც ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის საწყის წუთებში გავიდა: ხანგრძლივი შეტევა იყო, ბოლოს ზურაბ დავითაშვილმა დაუგორა ბურთი თამაზ ბაბუნაძეს და მანაც საშუალო მანძილიდან ზუსტად დაარტყა. ბაბუნაძეც და დავითაშვილიც, ისევე როგორც მათი რამდენიმე თანაგუნდელი, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრების წევრები არიან.

თურქები ძალიან გაწბილებულნი იყვნენ მსაჯობით: გოლი არ ჩაგვითვალეს და ნაღდი პენალტი არ დანიშნეს მეტოქის კარშიო, თუმცა ეს ორივე ეპიზოდი საეჭვო იყო. ორივე მომენტი 0:0-ზე ვიხილეთ. “ტრაბზონსფორიდან” ისევ გამოირჩეოდნენ შემტევები, მარჯვენაფლანგელი ჰაკანი და გამთამაშებელი სეფა აკგუნი. “დინამოდან” კი განსაკუთრებით ვერავის გამოვარჩევთ, ყველამ კარგად ითამაშა. ისე, თანაბარი თამაში იყო და ორივე გუნდს შეეძლო გამარჯვება. საბოლოოდ, ვლადიმერ გოჩაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თავისი გაიტანა.

მეორე ნახევარფინალს რაც შეეხება, “ალკმაარი”-“ლოკომოტივი” ასევე თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. მატჩის დასაწყისში იყო ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ეპიზოდი, როცა თბილისელთა შემტევი ლევან გრძელიძე რამდენიმე მეტოქეს გასცდა, ზუსტადაც დაარტყა და მეკარემ ძლივს მოიგერია. ჰოლანდიელთა გოლკიპერს სერგი არჩვაძის დარტყმულის მოგერიებაც მოუწია, თუმცა “ლოკომოტივის” კარის დარაჯ ლაშა-გიორგი გურგენიძეს უფრო მეტი სამუშაო ჰქონდა: ჰოლანდიელები უფრო ხშირად ურტყამდნენ კარში, გურგენიძე კი ამ ტურნირს მართლაც მშვენივრად ატარებს.

ინდივიდუალურად ქართველები არათუ ჩამორჩებოდნენ, აღემატებოდნენ კიდეც ჰოლანდიელებს, მაგრამ “ალკმაარის” უპირატესობა იყო გუნდურ თამაშში.

პენალტების სერია დაიწყო და დაძაბულობამ აქაც დიდხანს გასტანა: 8-8 დარტყმა შეასრულეს გუნდებმა. ხუთ-ხუთი დარტყმის შემდეგ 3:3 იყო, შემდეგ კიდევ გაგრძელდა ნერვების თამაში და საბოლოოდ, ჰოლანდიელებმა მოიგეს.

საბოლოოდ, ფინალი იქნება ”დინამო”-“ალკმაარი”. თანაბარი დონის გუნდები არიან და ძნელია თქმა, თუ ვინ გაიმარჯვებს.

გაიმართა ჯგუფში დარჩენილთა მატჩებიც, რადგან ტურნირზე ყველა ადგილი უნდა გათამაშდეს. “დინამო2”-მა თურქულ “ბეშიქთაშს” 3:1 აჯობა და მე-5 ადგილისთვის მატჩში შეხვდება პოლონურ “ლეხიას”, რომელმაც პენალტების სერიაში სძლია მოლდოვურ “შერიფს”.

დინამო 1:0 ტრაბზონსფორი

დინამო: ბულისკერია, ნინუა, ხარაბაძე, ბასარია, დარცმელია, ბაბუნაძე, კუცია, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, ბ. ხარშილაძე, გ. ხარშილაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ჩიქოვანი, ჯიჭონაია

ტრაბზონსფორი: კაბლანი, სევინჩი, კარაკაში, იოქსიუზი, აკგიუნი, გენჩი, ჯალაპი, აჩილი, ასანი, აკჩაი, დურნა

შეცვლაზე შევიდა: ჯუმური

გოლი: 1:0 ბაბუნაძე

შერიფი 1:1 ლეხია - პენალტებში 2:4

შერიფი: ემელიანოვი, ჩებოტარი, კონოჰოვი, კოპუტერკო, კოვჩენკო, გლიგა, გრეკული, მოკონი, ნედოვი, ოსიპოვი, შტაიგილბერი

შეცვლაზე შევიდნენ: ბოიკო, კუზმენკო, გროსუ, მაკალიჩი

ლეხია: პიერნიცკი, კაჩინსკი, ლანდოვსკი, ფრიგერი, დაბროვსკი, ზარება, სლავეკი, რაპინჩუკი, ტროხოვსკი, სჟიმანსკი, ლეტნიოვსკი

შეცვლაზე შევიდნენ: შტეფანიაკი, ესპერსენი

გოლები: 0:1 კონრადი, 1:1 ბოიკო

ლოკომოტივი 0:0 ალკმაარი - პენალტებში 5:6

ლოკომოტივი: გურგენიძე, ჯაფარიძე, ძებნიაური, მჭედლიშვილი, რუხაძე, კაკაბაძე, ნანობაშვილი, არჩვაძე, კვირიკაშვილი, გრძელიძე, გაბუნია

შეცვლაზე შევიდა: ქურდაძე

ალკმაარი: გორტერი, ბადუ, დე ბური, ენსი, დე ჰაასი, ჰელმერი, ჯაკობსი, კოოპმაინერსი, ლატუვერსი, ტააბუნი, ვან დერ ვახტი

შეცვლაზე შევიდნენ: ფასე, ნინგ-ჰინგი, რიერი

პენალტები გაიტანეს: რუხაძე, გრძელიძე, ქურდაძე, კაკაბაძე, ჯაფარიძე – ენსი, ვან დერ ვახტი, ფასე, დე ჰაასი, ბადუ, ლატუვერსი

ბეშიქთაში 1:3 დინამო 2

ბეშიქთაში: დოღანი, ჯანი, ჩერი, ბილდიკი, ჩაი, სეჩგინი, კილიჩი, გიონდერიჩი, იაზიჯი, ილმაზი, ილდირიმი

შეცვლაზე შევიდა: ერატი

დინამო 2: მამარდაშვილი, გაბედავა, ჯანგიძე, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, გულდედავა, კვარაცხელია, ბერიაშვილი, ჩარკვიანი, ვაწაძე, ნაჭყებია

შეცვლაზე შევიდნენ: მექვაბიშვილი, ქობულაძე, აზაროვი, ძოწენიძე

გოლები: 0:1 გულდედავა (პენ), 0:2 ვაწაძე, 0:3 კვარაცხელია, 1:3 ილმაზი

დღეს:

15:30. დინამოს ბაზა. მატჩი მე-7 ადგილისთვის: შერიფი-ბეშიქთაში

15:30. აკადემია. მატჩი მე-5 ადგილისთვის: დინამო2-ლეხია

17:30. აკადემია. მატჩი მე-3 ადგილისთვის. ლოკომოტივი-ტრაბზონსფორი

20:30. დინამო არენა. ფინალი. დინამო-ალკმაარი

0.223871