“დეპორტივოს” მთავარი მწვრთნელი ვიქტორ სანჩესი აღარაა. აღნიშნული ცნობა გალისიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
“დეპორმა” ლა ლიგაში მე-15 პოზიცია დაიკავა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით გაუსწრო, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ ცუდ შედეგად მიიჩნია და 40 წლის მწვრთნელს კარისკენ მიუთითა.
შეგახსენებთ, რომ სანჩესი “რიასორის” ბინადარს 2015 წლის აპრილიდან ედგა სათავეში და 50 მატჩიდან მხოლოდ 10-ჯერ იზეიმა გამარჯვება.