ფეხბურთი

13:01 | 31.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ჰამბურგმა” სპაჰიჩს გაუხანგრძლივა

“ჰამბურგმა” ვეტერან ცენტრალურ მცველს ემირ სპაჰიჩს, ახალი კონტრაქტი გაუფორმა – იუწყება “დინოზავრების” ოფიციალური ვებგვერდი.

ხელშეკრულების თანახმად, ბოსნიელი მოთამაშე ჩრდილო გერმანულ კლუბში 2017 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის მცველმა განვლილ სეზონში 27 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.118418