ფეხბურთი

21:34 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" მეორე ახალწვეული - სტეფან ველევი

ოფიციალაურად სტეფან დიმიტროვ ველევი “დინამო” თბილისის ფეხბურთელია. აღნიშნულ ტრანსფერს პლოვდივის “ლოკომოტივის” ვებგვერდი ადასტურებს. როგორც ბულგარული გუნდის საიტი წერს, 27 წლის შემტევთან 1+1 წლის სისტემის კონკტრაქტი გაფორმდა. ველევმა გასულ სეზონში “ლოკომოტივის” რიგებში 28 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლის გატანა შეძლო.

სტეფან ველევი საყრდენი ნახევარმცველია. “ლოკომოტივში” იგი ერთი წლის წინ ჩაირიცხა, ხოლო მანამდე ორი სეზონის განმავლობაში სოფიის “ლევსკის” რიგებში ირიცხებოდა.

ველევს "ლოკომოტივი" მადლობას უცხადებს გაწეული სამსახურისთვის და თბილისურ კარიერაში წარმატებებს უსურვებს.

0.121665