ფეხბურთი

20:59 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსას" მთავარი სამიზნე ზაფხულში: ჯონ სტოუნსი

ესპანეთის ჩემპიონ კატალონიის "ბარსელონას" მთავარი სამიზნე დამდეგ სატრანსფერო ფანჯრის დროს ლივერპულის "ევერტონის" 22 წლის მცველი ჯონ სტოუნსი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა "დეილი მეილი" ავრცელებს. წყაროს ცნობით, "ბლაუგრანას" ხელმძღვანელებს გადაწყვეტილი აქვთ ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 32 მილიონი ევრო გაიღონ.

სტოუნსი ამჟამად ინგლისის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება და ტრანსფერის შესახებ გაცილებით მეტი ალბათ, კონტინენტის პირველობის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. ისე კი, ნიჭიერი უკანახაზელის მიმართ ინტერესს პსჟ, "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტიც" იჩენენ.

სტოუნსმა აწ დასრულებულ სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 41 შეხვედრა ჩაატარა - 33 პრემიერლიგაში, 6 ინგლისის ლიგის თასზე და 2 ასოციაციის თასზე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111753