ფეხბურთი

16:26 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგის სეზონის სიმბოლური

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, ოღონდ 18 კაციანი შემადგენლობით. სეზონის საუკეთესო გუნდში ყველაზე მეტი, 6-6 წარმომადგენელი ფინალისტებს, "რეალსა" და "ატლეტიკოს" ჰყავთ. დანარჩენი 6 ადგილი კი, "ბაიერნის" პსჟ-სა და "ბარსელონას" ფეხბურთელებმა შეავსეს.

უეფას ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის სიმბოლური ნაკრები კი მთლიანობაში შემდეგნაირია:

მეკარეები: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი"), იან ობლაკი ("ატლეტიკო")

მცველები: დიეგო გოდინი ("ატლეტიკო"), ხუანფრანი ("ატლეტიკო"), ტიაგო სილვა (პსჟ), სერხიო რამოსი ("რეალი"), მარსელო ("რეალი")

ნახევარმცველები: გაბი ("ატლეტიკო"), კოკე ("ატლეტიკო"), ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა"), ტონი კროოსი ("რეალი"), ლუკა მოდრიჩი ("რეალი")

თავდამსხმელები: ანტუან გრიზმანი ("ატლეტიკო"), ლუის სუარესი ("ბარსელონა"), ლიონელ მესი ("ბარსელონა"), რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი"), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი"), გარეტ ბეილი ("რეალი")

0.127443