ფეხბურთი

14:35 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რუმინეთთან ამხანაგური მატჩისთვის მზადებას ავსტრიაში განაგრძობს. ვლადიმირ ვაისის გუნდმა სლოვაკეთთან მატჩის შემდეგ აღდგენითი ვარჯიშები გამართა. 29 მაისს ეროვნული ნაკრების წევრებს ფიზიკური მომზადების განმსაზღვრელი საერთაშორისო სტანდარტის ტესტი ჩაუტარდათ.

ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება "დუისბურგის" წევრი გიორგი ჭანტურია, რომელიც ნაკრებს მეორე ბუნდესლიგის პლეიოფის მატჩების გამო გვიან შეუერთდა და ნაკრებთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

დღის ბოლოს ავსტრიაში ეროვნულ ნაკრებს კიდევ ერთი ლეგიონერი გიორგი აბურჯანია ესპანეთიდან შეურთდება. ფეხბურთელმა სლოვაკეთთან მატჩი და საწვრთნელი შეკრების პირველი ეტაპი სეგუნდა დივიზიონის მატჩების გამო გამოტოვა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთში 1 ივნისს გაემგზავრება. ბუქარესტის ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილი ამხანაგური მატჩი რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის 3 ივნისს შედგება. რუმინეთმა საქართველოსთან მატჩამდე ბოლო ამხანაგური შეხვედრა 29 მაისს, იტალიის ქალაქ ტურინში უკრაინასთან 3:4 წააგო.

სფფ-ის პრესსამსახური

0.118116