საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც საფრანგეთის ღია პირველობას ძირითადი ბადის საწყის რაუნდში გამოეთიშა, ჩეხეთს ესტუმრა და პროსტეჟოვის ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 106 500 ევრო) ითამაშებს.
ბასილაშვილს Unicredit Czech Open-ის პირველივე წრეში საკმაოდ რთული გამოცდა ელის, რადგანაც მე-2 ნომრად განთესილ ჩეხ ლუკაშ როსოლს გაეჯიბრება. წარმატების შემთხვევაში, ნიკოლოზს შვედი ელიას იმერისა და ერთ-ერთი კვალიფიკანტის წყვილში უმჯობესი ელის.