ჭადრაკი

23:01 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ლიდერებს ჩამორჩნენ

რუმინულ კურორტ მამაიაში მიმდინარე ქალთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე 3 ტური მიილია, ქულათა მაქსიმუმით დაწინაურებულ მოჭადრაკეებს შორის კი ქართველებს ვეღარ ვხედავთ.

შეგახსენებთ, რომ 2 ტურის თავზე ლიდერებში მერი არაბიძე (2363) და სოფიკო ხუხაშვილიც (2355), თუმცა, დღეს გამარჯვება ვერცერთმა მოახერხა. არაბიძე შავი ფიგურებით რუს ალეკსანდრა გორიაჩკინას (2485) დაუზავდა, ხოლო ხუხაშვილი შავებითვე ისრაელის წარმომადგენელ იულია შვაიგერთან (2415) დამარცხდა.

შედეგად, მერიმ 2.5 ქულით მე-6 ადგილზე გადაინაცვლა, სოფიკო კი 2.0 ქულით 28-ე პოზიციამდე დაქვეითდა. 2.5 ქულით მე-15 საფეხურამდე აღზევდა ნინო ხურციძე (2409), რომელმაც თეთრი ფიგურებით გერმანელ სარა ჰოოლტს (2312) სძლია.

ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 8 ქართველი მოჭადრაკე თამაშობს, რომელთა შედეგები ასეთია: 42. მაია ლომინეიშვილი (2367) – 2.0; 48. ნინო ბაციაშვილი (2476) – 1.5; 53. სალომე მელია (2409) – 1.5; 65. ლელა ჯავახიშვილი (2493) – 1.5; 76. სოფიო გვეტაძე (2311) – 1.0; 79. ქეთი წაწალაშვილი (2278) – 1.0; 90. მირანდა მიქაძე (2233) – 1.0; 92. სოფიო ნიკოლაძე (2155) – 1.0;

0.128463