ფეხბურთი

17:45 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ “პლატანიასს” გიორგი ჭანტურია სურდა, თუმცა თანხა არ ჰყოფნის

ბერძნულ “პლატანიასს” გიორგი ჭანტურიას შეძენა სურს, თუმცა ამ საქმიდან არაფერი გამოუვა. “პლატანიასის” ხელმძღვანელობას ჭანტურიას აგენტთან უსაუბრია და იმ პირობებზე, რაც ფეხბურთელს სურდა, ბერძნებმა უარი განაცხადეს – ფინანსური საშუალება არ გვაქვსო.

“პლატანიასმა” საბერძნეთის სუპერლიგის გასულ სეზონში მერვე ადგილი დაიკავა.

გიორგი არც გერმანულ “დუისბურგში” დარჩება და წესით, მისი ახალი კლუბის სახელი ივნისში უნდა გაირკვეს.

0.106466