თბილისის საერთაშორისო საჭადრაკო აკადემიის გუნდების სრული ჰეგემონიით დასრულდა ვახტანგ ქარსელაძის ტრადიციული მემორიალი.
8 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის 6,5 ქულით ერთპიროვნულად გაიმარჯვა აკადემიის გუნდმა “აკადემია-8” (მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე). გამარჯვებულ გუნდს ნახევარი ქულით ჩამორჩა მზია წერეთლის მიერ დარიგებული “ორბი”. 4,5 ქულით მესამე საპრიზო ადგილზე ოთარ დოლიძის “დოლიძე-8” გავიდა.
10 წლამდე ასაკში პირველობა დავით გურგენიძის “NTN-10”-მა დაისაკუთრა 7 ქულით. მეორე ადგილზე 5,5 ქულით “აკადემია-10” (მწვრთნელი პარმენ გელაზონია) გავიდა. ხოლო მესამე საფეხურზე “აისი” (მწვრთნელი გოგი მაჭარაშვილი).
12 წლიანებში ისევ აკადემიის წარმომადგენლებმა (“აკადემია-12”, მწვრთნელი დავით ზარქუა) იყოჩაღეს და 7-დან 7 მოგებით დამაჯერებლად მოიპოვეს პირველობა. მეორე ადგილზე 6 გულით დავით გურგენიძის “NTN-12” გავიდა, ხოლო მესამე ოთარ დოლიძის “დოლიძე-12” გახლდათ.
14-წლიანებშიც ქულათა მაქსიმუმით პირველობა არავის დაუთმო “აკადემია-14”-მა. გამარჯვებულს 1,5 ქულით ჩამორჩა იოსებ კვირიაშვილის “თეთრი დედოფალი”. მესამე საპრიზო ადგილზე კი 5 ქულით დავით გურგენიძის “NTN-14” განთავსდა.