კალათბურთი

17:05 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილმა საკლუბო სეზონი დაასრულა

მანუჩარ მარკოიშვილისთვის საკლუბო სეზონი დასრულდა. თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიაში ქართველი მცველის “დარუშაფაკამ” ზედიზედ მე-3 მატჩი წააგო და პლეი-ოფიდან გავარდა.

“დარუშაფაკა” თანაქალაქელ „ანადოლუ ეფესთან“ დიდი შესვენებისთვის 10 ქულით იგებდა, მაგრამ ლიდერობა ვერ შეინარჩუნა. მასპინძლებმა მესამე ეპერიოდი 17:21 დათმეს, გადამწყვეტ ათწუთეულში კი ეფესელებმა 29:18 იმარჯვაეს და საბოლოოდ, 88:83 მოიგეს.

მარკოიშვილმა 10:23 წუთი ითამაშა და 3 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველმა უკანახაზელმა 2 სამქულიანიდან 1 ჩააგდო. მასპინძელთაგან 23 ქულით სემიჰ ერდენი გამოირჩა, ხოლო ეფესელთაგან 10-ქულიან ზღვარს 4 კალათბურთელი ასცდა.

0.117426