ფეხბურთი

15:54 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილოეთ ირლანდიის საბოლოო შემადგენლობა ცნობილია

ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მაიკლ ონილმა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

ირლანდიელი სპეციალისტის შეგირდები ევრო 2016-ზე პირველ შეხვედრას 12 ივნისს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავენ. მეორე მატჩში ონილის გუნდი 16 ივნისს უკრაინას დაუპირისპირდება, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრას ირლანდია გერმანიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მეკარეები: ალან მანუსი ("სენტ-ჯონსტონი"), მაიკლ მაკგოვერნი ("ჰემილტონ აკადემიკალი"), როი კეროლი ("ნოთს ქაუნთი").

მცველები: კრეიგ კეტკარტი ("უოტფორდი"), ჯონი ევანსი ("ვესტ ბრომვიჩი"), გარეთ მაკაული ("ვესტ ბრომვიჩი"), ლიუკ მაკალოქსი ("დონკასტერი"), კონორ მაკლაფლინი ("ფლიტვუდი"), ლი ჰოდსონი ("მილტონ-კეინს დონსი"), არონ ჰიუიზი ("მელბურნ სიტი"), პედი მაკნეირი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), კრის ბეირდი ("დერბი ქაუნთი").

ნახევარმცველები: სტივენ დევისი ("საუთჰემტონი"), ოლივერ ნორვუდი ("რედინგი"), კორი ევანს ("ბლექბერნი"), შეინ ფერგიუსონი ("მილუოლი"), სტიუარტ დალასი ("ლიდსი"), ნაიალ მაკგინი ("აბერდინი"), ჯეიმი უორდი ("ნოტინგემი").

თავდამსხმელები: კაილ ლაფერტი ("ნორვიჩი"), კონორ ვაშინგტონი ("კუინს პარკ რეინჯერსი"), ჯოშ მაჯენისი ("კილმარნოკი"), უილ გრიგი ("უიგანი").

0.117924