დასავლეთ კონფერენციის ფინალში “ოკლაჰომა” შინ “გოლდენ სტეიტთან” 101:108 დამარცხდა, სერიაში ანგარიში 3:3 გახდა და ყველაფერი გადამწყვეტ მეშვიდე შეხვედრაში გაირკვევა. ოკლაჰომას დამარცხებაში ლომის წილი კლეი ტომპსონმა დაიდო, რომელმაც 41 ქულა ჩააგდო და 11 სამქულიანი ზუსტად მოათავსა კალათში, რაც ნბა-ს რეკორდია, აქამდე პლეი-ოფში თერთმეტი სამქულიანი არავის ჩაუგდია.
პირველი სამი პერიოდის განმავლობაში “ოკლაჰომა” იგებდა, თუმცა ბოლო პერიოდის ბოლო წუთებზე კლეი ტომპსონის უმნიშვნელოვანესმა სამქულიანებმა ოკლაჰომას შანსი აღარ დაუტოვა. დურანტმა 45 წუთში 29 ქულა ჩააგდო, კარიმ გუნდს 29 ქულა, 10 მოხსნა და 9 პასი შესძინა.
შეგახსენებთ, რომ “გოლდენ სტეიტი” 1:3-ს მარცხდებოდა, თუმცა “მეომრებმა” ზედიზედ ორი შეხვედრის მოგება მოახერხეს. გადამწყვეტი მეშვიდე მატჩი “გოლდენ სტეიტის” დარბაზში 31 მაისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.
“ოკლაჰომა” – “გოლდენ სტეიტი” 101:108 (23:20, 30:28, 30:27, 18:33)
https://www.youtube.com/watch?v=UjPFq_SOvmg