ფეხბურთი

13:06 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე: "ორი ფინალის წაგება წარუმატებლობაა"

მადრიდის "ატლეტიკოს" მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ "რეალთან" პენალტების სერიაში (3:5) ჩემპიონთა ლიგის ფინალის წაგების შემდეგ განაცხადა, რომ გადამწყვეტ შეხვედრაში წაგებული გუნდის სახელი არავის ახსოვს, შედეგად ორ ფინალში დამარცხება წარმუმატებლობაა.

"პირველ რიგში გამარჯვებას ვულოცავ მადრიდის "რეალს", რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვამარცხა, ამჯერად პენალტების სერიაში. მატჩი ცუდად დავიწყეთ, შემდეგ კი ორგანიზებულად ვმოქმედებდით. საბოლოოდ მოვახერხეთ და 1:1 გავხადეთ ანგარიში. დამატებით დროში კი ორივე გუნდის ფეხბურთელები ძალიან დაღლილები იყვნენ. წაგებული გუნდი არავის ახსოვს - ორ ფინალში დამარცხება წარუმატებლობაა. ჩვენ ეს პერიოდი უნდა გადავლახოთ და ჭრილობები მოვიშუშოთ. "ატლეტიკოსთვის" ბოლო სამ წელიწადში ორ ფინალში გასვლა წარმატებაა, მაგრამ მე შედეგით ბედნიერი არ ვარ." - განაცხადა არგენტინელმა პრესკონფერენციაზე.

2014 წლის ფინალში მადრიდის "ატლეტიკო" დიეგო გოდინის გოლის წყალობით ბოლო წუთამდე 1:0 იგებდა, თუმცა სერხიო რამოსმა "როხიბლანკოსს" გაუთანაბრა და დამატებით დროში "რეალმა" მეტოქეს სამი გოლი გაუტანა.

0.119974