ავტოსპორტი

0:29 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფ1-ში მომავალ სეზონში კოკპიტის დამცავ „ჰალოს“ გამოიყენებენ

მონტე კარლოში შედგა ფორმულა 1-ის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც გუნდების ხელმძღვანელების გარდა, ფ1-ის სარბოლო დირექტორი, ჩარლი უაიტინგიც მონაწილეობდა. სხვა საკითხებთან ერთად, განიხილეს კოკპიტის დამცავის საკითხი. საერთო შეთანხმებით გადაწყდა, რომ მომავალ სეზონში „ფერარის“ მიერ შემოთავაზებული „ჰალოს“ მოდიფიცირებული ვერსია გამოიყენონ.

„რედ ბულის“ მიერ შემუშავებული „აეროსქრინის“ ტესტირება კი გაგრძელდება და დიდი ალბათობით, ის „ჰალოს“ 2018 წლის სეზონიდან შეცვლის. მართალი, „აეროსქრინმა“ „ჰალოზე“ მეტი მოწონება დაიმსახურა როგორც პადოკში, ასევე ფ1-ის ფანებს შორის, ასეთი გადაწყვეტილება იმის შედეგია, რომ ავსტრიული გუნდის მიერ მომზადებულ დამცავ სისტემას, საკმარისი ტესტები არ აქვს გავლილი.

თუმცა, მონაკოში მიღებული გადაწყვეტილება წინასწარია და გუნდებმა საბოლოო გადაწყვეტილება 1 ივლისამდე უნდა მიიღონ. ამის შემდეგაც, ფ1-ის ტექნიკური კომისია გააგრძელებს „აეროსქრინის“ ინტენსიურ ტესტებს და მხოლოდ მათი დასრულების და მიღებული შედეგების გაანალიზების შემდეგ გადაწყდბა მისი გამოყენების საკითცხი.

უნდა ითქვას, რომ ბარსელონას წინასასეზონო ტესტებისას წარდგენილმა „ჰალომ“ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა. და ახალი ვერსია, რომელიც პირველზე გაცილებით დახვეწილია, უკვე მზადაა ტესტებისთვის. მას ქრეშ ტესტები ბაქოს ეტაპის შემდეგ ჩაუტარდება. მათი დასრულების შემდგ, ბრიტანული ეტაპის წინ, ფ1-ის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება და ალბათ სწორედ მაშინ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.181308