მადრიდის “რეალი” ევროპის 2015-2016 წლების საუკეთესო გუნდია – ისტორიაში უკვე მეთერთმეტედ.
მილანის “სან სიროზე” გამართულმა სეზონის ბოლო და მთავარმა შეხვედრამ გამარჯვებული 120 წუთში ვერ გამოავლინა და ყველაფერი მატჩისშემდგომმა პენალტების სერიამ გადაწყვიტა, სადაც მანამდე ჩინებულად მოთამაშე ხუანფრანმა ბევრი ინერვიულა და “ატლეტიკო” ისევ თასის გარეშე დარჩა...
ფეხბურთში ალბათ, იშვიათია ადამიანი, რომელსაც პენალტების სერია იზიდავს, უყვარს, თუმცა რას იზამ გამარჯვებული ხომ უნდა გაირკვეს? – ჰოდა, ამჯერად საფეხბურთო ლატარიაში “რეალს” გაუმართლა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში წაუგებელი სერია გააგრძელა. “სამეფო კლუბმა” ბოლოს ფინალი 1981 წელს, “ლივერპულთან” წააგო, მას შემდგომ კი “იუვენტუსს”, “ვალენსიას”, “ლევერკუზენსა” და ორჯერ “ატლეტიკოს” მოუგო...
მივყვეთ თანმიმდევრობით – მატჩი “რეალის” უპირატესობით დაიწყო და ნელ-ნელა ზინედინ ზიდანის გუნდი უპირატესობას ზრდიდა. “ატლეტიკო” უფრო დაბნეული გამოიყურებოდა, დიეგო სიმეონეს გუნდისთვის არადამახასიათებლად... “სამეფო კლუბს” დაწინაურება მალევე შეეძლო, თუმცა ქარიმ ბენზემას იან ობლაკმა ახლო მანძილიდან არ დაანება. და მაინც, “ბლანკოსი” წინ გავიდა, თუმცა არ უნდა გასულიყო. შეხვედრის მთავარი არბიტრი ამრკ კლატენბურგი და მეტწილად, მისი ასისტენტი ყურადღებით რომ ყოფილიყო, სერხიო რამოსზე თამაშგარე დაფიქსირდებოდა, მაგრამ – არა. ორი წლის ფინალის მსგავსად “რეალის” კაპიტანმა ისევ გაუტანა მოსისხლე მეტოქეს და “რეალის” ქომაგები გაახარა. საერთოდ, პირველ ტაიმში “როხიბლანკო” ცუდად თამაშობდა და მეტოქის ნახევარზე რეალური ხიფათი თითქმის არ შეუქმნია.
სამაგიეროდ მეორე ნახევარში ყველაფერი პირიქით იყო – ამბობენ, მეორე ტაიმს მწვრთნელები იგებენო და სიმეონემ ვიზავი აშკარად დაჩაგრა: პირველ რიგში ის ვთქვათ, რომ “ჩოლომ” ცვლილება გამოიცნო და იანიკ ფერეირა-კარასკომ “რეალის” უკანა ხაზს გვარიანი სამუშაო და სანერვიულო გაუჩინა. ბელგიელს მათი მოტყუება არ უჭირდა, ხოლო თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, სწორედ მან გაათანაბრა. გოლი კი ძალზე ლამაზი კომბინაციის შედეგად გავიდა – გაბიმ პარაშუტი პასით მარჯვენა ფლანგზე ხუანფრანი ხელსაყრელ პოზიციაში დატოვა, მის ჩაწოდებულზე კი კარასკომ ბურთი კარში ჩააჭედა. დანილო ხან როგორ დაეკიდა ბელგიელს, ხან რა დაუპირა, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა – 1:1. თუმცა, სანამ გოლი გავიდოდა ბევრი რამ მოხდა, ძირითადად კეილორ ნავასის კართან, მაგრამ გოლი არაფრით გადიდოდა. მეტიც, 48-ე წუთზე ფერნანდო ტორესის მოპოვებული პენალტი ანტუან გრიზმანმა გააცუდა, როცა ტყავის სფერო ხარიხას ძლიერად გაარტყა. ისიც უნდა ითქვას, რომ კარასკოს გოლამდე ერთი წუთით ადრე, ზიდანის შეგორდებს 100%-იანი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ერთ ეპიზოდში სამჯერ ბოძებული შანსიდან ვერცერთი გამოიყენეს – ჰოდა, დაუწერელეი საფეხბურთო კანონი ხომ გაგიგიათ? – ვერ გაიტან, გაგიტანენო...
მსაჯის კომპესირებულ დროში, მანამ, სანამ დამატებითი დრო დაიწყებოდა, კარასკომ მოედნის ცენტრში ითამაშა დიდებულად და ის-ის იყო ძალზე სახიფათო შეტევა დაწყებულიყო, როცა რამოსმა იანიკი ძირს დასცა, კლატენბურგი გაფრთხილებით შემოიფრგლა...
დამატებითი დრო კი, უფრო მეტად “რეალის” აქტიურობით გამოირჩა. ეს განსაკუთრებით, მეორე ნახევარზე ითქმის, როცა “ბლანკოსმა” ძირითადი დრო მეტოქის ნახევარზე და საჯარომოსთან გაატარა. თუმცა, ამას შედეგი არ გამოუღია. Bოლოსკენ, ორივე გუნდი ლატარიის იმედაად რჩებოდა და ეს ნათლად ეტყობოდათ... იქ კი, “რეალს” გაუმართლა, როგორც ამბობენ, ძლიერებს უმართლებთ – და მაინც, “ატლეტიკოს” თასი რომ მოეგო, აბსოლუტურად დამსახურებული იქნებოდა და აუგის თქმა არავის ალბათ, არ დასცდებოდა. ვფიქრობ, ისიც გაზვიადებულია, რომ თითქოს “როხიბლანკო” ანტიფეხბურთს თამაშობს – “ატლეტიკომ” “სან სიროზე” ანტი არა, მაგრამ ნამდვილი ფებხურთი კი ითამაშა. ეგ კი არა, მეორე ტაიმში გაცილებით ჩაკეტილ და ხისტ თამაშს “რეალი” აჩვენებდა...
თერთმეტმეტრიანების სერიაში კი ყველამ გაიტანა, თანაც დამაჯერებლად – მხოლოდ ხუანფრანს უმტყუნა ნერვებმა და ბურთი ძელს მოარტყა. სხვათა შორის, საგოლე პასის ავტორს, სანამ დაარტყამდა, უკვე ეტყობოდა ნერვების არცთუ კარგ მდგომარეობაში ყოფნა და გუნდიც დააღალატა...
მოკლედ, ასეა თუ ისე, “რეალის” უეფას ჩემპიონთა თასს მეთერთმეტედ დაეუფლა და მის რეკორდს კარგა ხნის განმავლობაში ვერავინ შეეხება. “ატლეტიკომ” კი ისტორიაში მესამედ წააგო ფინალი, ბოო სამ სეზონში კი მეორედ, ისევ “რეალთან”, მოძულე “რეალთან” – არადა, რა უცნაურია: “სამეფო კლუბს” “როხიბლანკო” უკანასკნელი 11 მატჩიდან 90 წუთში ერთადერთხელ ჰყავს დამარცხებული...
დიეგო სიმეონეს ოცნება ისევ სამომავლოდ გადაედო, ზინედინ ზიდანი კი პირველივე ცდაზე დაეფულა ევროპის უპრესტიჟულეს თასს, რომელიც მას ფეხბურთელობისააც მოუგოა, მთავარი მწრვთნელის ასისტენტის რანგშიც და ახლა უკვე მწვრთნელის რანგში.
დიდი ფეხბურთი კი ამ დრამატული და ლამაზი თამაშით დაგვემშვიდობა. დაგვემშვიდობა სულ რაღაც 12 დღით – 10 ივნისს, მილანიდან ესტაფეტას პარიზი, კერძოდ, სენ დენი გადაიბარებს და 2016 წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენა – ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, ახალი ვნებათაღელვით, ემოციით, მოლოდინითა და გამარჯვების წყურვილით...
“რეალი” – “ატლეტიკო” 1:1 პენ: 5:3 (1:0) (მიმოხილვა)
მილანი, “სან სირო”
მაყურებელი: 75 000
“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი (დანილო 52), რამოსი, პეპე, მარსელო; კროოსი (ისკო 72), კაზემირო, მოდირიჩი; ბეილი, ბენზემა (ვასკესი 77), რონალდუ
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, სავიჩი, ფილიპე ლუისი (ერნანდესი 109); კოკე (პარტეი 116), საულ ნიგეზი, გაბი, ფერნანდესი (ფერეირა-კარასკო 46); გრიზმანი, ტორესი
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლები: 1:0 რამოსი (15), 1:1 ფერეირა-კარასკო (79)
პენალტების სერია: 1:0 ვასკესი, 1:1 გრიზმანი, 2:1 მარსელო, 2:2 გაბი, 3:2 ბეილი, 3:3 საულ ნიგეზი, 4:3 რამოსი, 4:3 ხუანფრანი, 5:3 რონალდუ
გაფრთხილება: კარვახალი (11), ნავასი (47), კაზემირო (79), რამოსი (90), დანილო (93), პეპე (112) – ტორესი (61), გაბი (90)
გამოუყენებელი პენალტი: გრიზმანი (48)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 25 (8) – 18 (4) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 0:2
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)