ჭადრაკი

22:59 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხუხაშვილი და არაბიძე  ლიდერთა შორის არიან

რუმინეთის ქალაქ მამაიაში მიმდინარე ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. ქულათა მაქსიმუმით ასპარეზობას 17 მოჭადრაკე ლიდერობს, რომელთა შორის ქართველი სპორტსმენებიდან სოფიკო ხუხაშვილი და მერი არაბიძე იმყოფებიან.

იმ სპორტსმენთა შორის, რომლებიც ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან, ნინო ბაციაშვილი, სალომე მელია და ნინო ხურციძე არიან.

თითო ქულა აქვთ მაია ლომინეიშვილს, სოფო გვეტაძეს, ქეთი წაწალაშვილს, ლელა ჯავახიშვილსა და მირანდა მიქაძეს.

ჯერჯერობით ქულა არ აქვს სოფო ნიკოლაძეს.

მეორე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები ქართველ სპორტსმენთა მონაწილეობით:

ბაციაშვილი-ლუმინიტა 0,5:0,5

ზავზაიტე-ხურციძე 0,5:0,5

არახამია-გრანტი - გვეტაძე 1:0

არაბიძე-პუსტოვოიტოვა 1:0

ხუხაშვილი-მოვილეანუ 1:0

მელია-მამედიაროვა 1:0

ჯავახიშვილი-აბდულა ხაიალა 1:0

პეტრენკო-ლომინეიშვილი 0:1

წაწალიშვილი-ნიკოლაძე 1:0

კომანი-მიქაძე 0:1

გთავაზობთ მესამე ტურის შეხვედრათა განრიგს ქართველი მოჭადრაკეების მონაწილეობით:

გორიაჩკინა-არაბიძე

შვაიგერი-ხუხაშვილი

ჩაროჩკინა-ბაციაშვილი

ხურციძე -ჰულტი

მამადზადე-მელია

მანაკოვა-ჯავახიშვილი

მიქაძე-ჰოროვსკა

ლომინეიშვილი-წაწალაშვილი

გვეტაძე-გალუნოვა

ნიკოლაძე-მილაკი

0.138306