რუსეთის ქალაქ კირიშებში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავთა საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც 12 სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის ერთადერთი გოგონა, ევროპის ჩემპიონი ნინო ხომერიკი იყო.
ნინომ ვაჟებს ტოლი არაფერში დაუდო, 11 შესაძლებლობიდან 7,5 ქულა( 6 მოგება, 3 ფრე, 2 წაგება) დააგროვა და საველ გოლუბევთან (რუსეთი) ერთად პირველი-მეორე ადგილები გაიყო.
ხომერიკმა აღნიშნულ ტურნირზე ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის, ხოლო ვაჟთა შორის საერთაშორისო ოსტატის ნორმატივი შეასრულა, რეიტინგს კი 106 ქულა შემატა.