ფეხბურთი

16:33 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

პეტერ ჩეხი რეკორდსმენია

ლონდონის “არსენალის” მეკარე პეტერ ჩეხი ჩეხეთის ეროვნული ნაკრების რეკორდსმენია. როგორც ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი წერს, 34 წლის მეკარისთვის მალტასთან გუშინ ჩატარებული შეხვედრა ნაკრებში 119-ე გახლდათ, რაც ჩეხეთის ნაკრებში სარეკორდოა.

აქამდე საუკეთესო შედეგი კარელ პობორჟსკის ჰქონდა, რომელმაც 1994-2006 წლებში ნაკრებში 118 თამაში ჩაატარა. რაც შეეხება ჩეხს, მას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2002 წლის 11 თებერვალს, უნგრეთთან (2:0) მოგებულ ამხანაგურ მატჩში ჰქონდა.

“არსენალის” მეკარის მიღწევასთან ყველაზე ახლოს მისივე საკლუბო თანაგუნდელი ტომაშ როსიცკია, რომელსაც ჩეხეთის ნაკრებში 101 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

0.15008