გურამ კაშიასა და ვალერი ყაზაიშვილის არნემის “ვიტესი” ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია. ჰოლანდიურ მედიას და კერძოდ, ომროეპ gelderland-ს თუ დავუჯერებთ, ეს “ცვოლეს” 57 თავკაცი რონ იანსი იქნება. წყაროს ცნობით, “ვიტესის” ხელმძღვანელთა მიზანია ისეთი სპეციალისტი მიიწვიონ, რომელიც შემტევი ფეხბურთის მოყვარული იქნება და იანსიც სწორედ ასეთი თამაშის მიმდევარია. თუმცა, მეტი კონკრეტული ამის თაობაზე ჯერჯერობით არაფერი ისმის. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ რობ მაასი გასულ სეზონში ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო სამსახურს ვერ შეინარჩუნებს.
“ვიტესს” ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ, 26 ივნისამდე ეყოლება, რადგან ახალი სეზონისთვის პირველი ვარჯიში სწორედ ამ დღესაა ჩანიშნული.