ფეხბურთი

13:27 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის აგენტმა დაადასტურა: პოლონელი “რეალთან” საუბრობს

მადრიდის “რეალი” მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკის გასაოცარ პირობებს სთავაზობს. როგორც გერმანული გამოცემა spiegel-ი იტყობინება, “სამეფო კლუბი” პოლონელ შემტევს 6 წლიან კონტრაქტსა და სეზონში არც მეტი, არც ნაკლები 25 მილიონიან კონტრაქტს უმზადებს. ესპანური გრანდის ინტერესი ლევანდოვსკის აგენტმაც დაადასტურა.

“რეალთან” რამდენიმე კვირის წინ კონტაქტი გვქონდა. მათ მოვუსმინეთ, თუ რა სურთ. ეს დიდი და პრესტიჟული კლუბია. ჩვენის მხრივ, “ბაიერნიც” ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ “რეალი” დაგვიკავშირდა”, - განაცხადა ცეზარი კუჩარსკიმ.

ლევანდოვსკი “ბაიერნში” 2014 წლის ზაფხულში დორტმუნდის “ბორუსიადან” გადავიდა და უმალ გუნდის საუკეთესო გოლეადორად ჩამოყალიბდა. მას მიუნხენურ გიგანტთან ხელშეკრულება 2019 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა, როგორც კუჩარსკიმ დასძინა, კონტრაქტის ქონა ზოგჯერ ბევრს არაფერს ნიშნავს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113287