კალათბურთი

12:10 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიბამ ნაკრებებს დისკვალიფიკაცია მოუხსნა

ევროპული კალათბურთის მმართველმა ორგანიზაციამ დისკვალიფიცირებულ ნაკრებებს სასჯელი გაუუქმა. როგორც “სპორტ-ექსპრესი” იტყობინება, დუბლინში გამართულ ფიბა-ევროპას სხდომაზე ევროპული ტურნირების მოდერნიზების შესახებ აღმასრულებელი კომიტეტის მოხსენება განიხილეს და აღნიშნულ საკითხზე ორგანიზაციის შეხედულებებს ყველა ქვეყნის ფედერაცია დაეთანხმა, შედეგად, ევრობასკეტ 2017-ზე ყველა ნაკრები შეძლებს მონაწილეობას, ვინც ფინალური ტურნირის საგზური მოიპოვა.

როგორც ცნობილია, ფიბა-ევროპას გადაწყვეტილებით 14 ქვეყნის ეროვნული ნაკრები იყო დისკვალიფიცირებული: ესპანეთი, თურქეთი, ლიტვა, საბერძნეთი, იტალია, ისრაელი, მაკედონია, პოლონეთი, რუსეთი, სერბეთი, ხორვატია, სლოვენია, ბოსნია, ჩერნოგორია. აღნიშნული ფედერაციების დასჯის მიზეზი ფიბას მიერ ევროპული საკლუბო ტურნირების მოდერნიზების საკითხში აზრთა სხვადასხვაობა გახდა. ფიბამ ევროლიგასთან თანამშრომლობა შეწყვიტა და კლუბებს ჩემპიონთა ლიგაში ჩართვა შესთავაზა, ამ ქვეყნების კლუბები კი ევროლიგასთან თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავდნენ. თუმცა, საბოლოოდ ფედერაციებმა ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანიზაციის პოზიცია გაიზიარეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122362