ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა კატალონიის "ბარსელონასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა. როგორც "ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი გუნდში 2021 წლის ივლისამდე დარჩება. ახალი ხელშეკრულების თანახმად, სერხიოს გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა.
ბუსკეტსი "ბარსას" მთავარ გუნდში 2008 წლიდან ასპარეზობს. მას შემდეგ ფეხბურთელმა ესპანურ გრანდში 384 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. გასულ სეზონში სერხიომ "ბარსელონას" მაისურით 53 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.