ფეხბურთი

20:38 | 27.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფიფამ ბერძნები დასაჯა

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ (FIFA) საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაცია დასაჯა. ამის მიზეზი საბერძნეთისა და თურქეთის ნაკრებთა ამხანაგურ მატჩში (0:0) აპოსტოლოს გიანუს მონაწილეობა გახდა. როგორც ფიფას პრესსამსახური იტყობინება, საბერძნეთის ნაკრებს 2015 წლის 17 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში ტექნიკური წაგება ჩაეთვალა.

გაირკვა, რომ 26 წლის ფეხბურთელს, რომელიც საბერძნეთში დაიბადა და ავსტრალიაში გაიზარდა, საბერძნეთის ნაკრებში თამაშის უფლება არ ჰქონდა, რადგან მანამდე ავსტრალიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ოფიციალურ ტურნირზე უთამაშია და არც საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას მიუღია ფიფასგან ნაკრებში მის თამაშზე ნებართვა.

აღსანიშნავია, რომ გიანუმ საბოლოოდ მაინც ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებში თამაში არჩია და მიმდინარე წლის 24 მარტს ტაჯიკეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში (7:0) ავსტრალიელთა რიგებში დებიუტიც ჰქონდა.

0.120178