ჭიდაობა

18:31 | 27.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტარიელ ხეჩიკაშვილი წარმატებულ სამბისტებს შეხვდა

27 მაისს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი „ქართული სპორტის" მუზეუმში სამბისტთა ნაკრებს შეხვდა და ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცა. პრესკონფერენციას დაესწრნენ სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი - ჯონდო მუზაშვილი.

ყაზანში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტებმა 4 ოქროს, 4 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპის ჩემპიონი გოგონებს შორის გახდა - ნინო ოძელაშვილი (72), რაც ქართული სამბოს ისტორიაში პირველად მოხდა.

ვაჟებს შორის ჩემპიონის ტიტული ვახტანგ ჩიდრაშვილმა (57), ნიკო კუციამ (82) და ბექა ბერძენიშვილმა (+100) დაისაკუთრეს. ვერცხლის მედლების მფლობელები მინდია ლილუაშვილი (68), პაატა ღვინიაშვილი (90), ირინა ლეონიძე (80) და ელენე ქებაძე (+80) გახდნენ. ბრინჯაოს მედლებს კი გივი ნადარეიშვილი (52), დავით ლორიაშვილი (100), სალომე აბაშიძე (56) და თეონა სუხიტაშვილი (68) დასჯერდნენ.

სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111878