კალათბურთი

14:11 | 27.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მე-2 მარცხი ნახევარფინალში

მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” თურქეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში “ანადოლუ ეფესთან” მე-2 გასვლითი მატჩიც წააგო და სერიაში 0:2 ჩამორჩა.

თუკი პირველ შეხვედრაში, ქართველი მცველის კლუბს გამარჯვების რეალური შანსი ჰქონდა, ამდენად, ფავორიტად მიჩნეულმა “ანადოლუ ეფესმა” უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და 88:73 იმარჯვა.

მარკოიშვილმა მოედანზე მხოლო 6 წუთი დაჰყო და 3 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მანუჩარმა 5-დან 3 საჯარიმო ჩააგდო და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ნახევარფინალური სერიის მომდევნო მატჩი 28 მაისს “დარუშაფაკას” სარბიელზე შედგება და თუკი, მარკოიშვილის კლუბმა ეს თამაშიც დათმო, სეზონს ნაადრევად დასრულდება.

0.113767