რუსულ კირიშიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე “მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები” ბწრყინვალედ ასპარეზობს ნინო ხომერიკი (2304). ის შეჯიბრის ერთადერთი გოგონა მონაწილეა, თუმცა, მსოფლიოს უძლიერეს ჭაბუკებს არ ეპუება და 9 ტურის შემდეგ, 6.5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.
აღსანიშნავია, რომ ტურნირის მსვლელობისას ნიომ უკვე შეასრულა ქალთა შორის საერთაშორისო დიდოსტატის ნორმა და დარჩენილ ორ პარტიაში ვაჟთა შორის ოსტატობის შესრულებაც შეუძლია.
გასულ ტურში ხომერიკმა შავი ფიგურებით სომხეთის წარმომადგენელი არამ ჰაკობიანი (2348) დაამარცხა, ხოლო დღეს თეთრებით კირილ შუბინს (რუსეთი) დაუპირისპირდება, რომელიც 3.5 ქულით ბოლოსწინა მე-11 ადგილზეა.
“მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები” 11 ტურად მიმდინარეობს და 28 მაისს დასრულდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მოკლედ გარდაიცვალა საიტი
სტატიებზე მაქსიმუმ 5 კომენტარზე მეტი არ იწერება. სულ ცხელ ცხელი სიახლე რომ იყოს მაქსიმუმ 30-40 ავიდეს კომენტარები
აქამდე რო ცოცხლობდა ისაა გასაკვირი
რა დარჩენა, 10 წელი ამის წასვლას ველოდები
100%
წავა თუ დარჩება არ ვიცი,მაგრამ მე ბოსნიის მეკარე მომწონს.ინტერს რომ ყავს ჰანდანოვიჩი.