სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

11:52 | 27.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩიქოვანი რუმინეთის ბრინჯაოს პრიზიორია

რუმინეთის ხელბურთის ჩემპიონატში მესამე ადგილი მოიპოვა ირაკლი ჩიქოვანის კლუმა, ტიმიშოარას პოლიტექნიკამ, რომელმაც სერია 2-0 მოუგო პოტაისა ტურდას. ქართველი ხელბურთელი სეზონში კლუბის საუკეთესო ბომბადირი იყო და 150-ზე მეტი გოლი გაიტანა.

ტიმიშოარამ შინ 31-29 მოიგო, სტუმრად - 32-29, ჩიქოვანმა კი დისკვალიფიკაციის გამო მხოლოდ მეორე მატჩში ითამაშა და 5 გოლი გაიტანა. სასჯელი მან მეოხედფინალში, სტიაუას წინააღმდეგ მიიღო და 4 თამაში გამოტოვა, რაც, შესაძლოა, მთვარი მიზეზი იყო ტიმიშოარას მარცხისა ნახევარფინალში, ბუქარესტის დინამოსთან. ჩიქოვანს ტიმიშოარასთან კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს დაუმთავრდა.

შოთა თევზაძის რეშიცამ სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა, მეშვიდესთვის პლეიოფი კი 0-2 წააგო კელერეშისთან - 31-33 და 21-23. მეხუთე ადგილისთვის იბრძვის ვლადიმერ რუსიას კლუბი. ოდორჰეი-სტიაუას დაპირისპირებაში ანგარიში თანაბარია 1-1. ოდორჰეიმ შინ 31-30 მოიგო, სტუმრად 27-28 დამარცხდა, რუსიამ კი ამ ორ მატჩში 5 გოლი გაიტანა. გადამწყვეტი მატჩი 29 მაისსაა. ჩემპიონობისთვის იბრძვიან ბუქარესტის დინამო და CSM ბუქარესტი. ანგარიში თანაბარია 1-1.

მაკედონიაში, რევაზ ჭანტურიას კლუბმა, ბიტოლას პელისტერმა სეზონი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. ჩემპიონი გახდა სკოპიეს ვარდარი. სტრუმიცა, სადაც ჭანტურიამ სეზონი დაიწყო, მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.134868