“საუთჰემპტონი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში “იუვენტუსის” ფორვარდის სიმონე ძაძას დამატებას შეეცდება – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი.
აღნიშნული წყაროს ცნობით, “წმინდანებს” წინა ხაზის გაძლიერება სურთ და 24 წლის ფეხბურთელი ერთ-ერთ სასურველ ვარიანტად მიაჩნიათ.
იტალიელი ფორვარდი ტურინული გრანდის ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება და გამორიცხული არაა, რომ “სენტ მერიზე” თამაშზე დაფიქრდეს. მან განვილ სეზონში ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ძაძას სატრანსფერო ფასი 10-12 მილიონ ევრომდე მერყეობს.