27 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით რუმინეთის ქალაქი მამაია ქალ მოჭადრაკეთა ევროპის მე-17 ინდივიდუალურ ჩემპიონატს უმასპინძლებს. ამ ტურნირში 112-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის 11 ქართველია. თუ არ ჩავთვლით საქართველოს ნომერ პირველ მოჭადრაკე ნანა ძაგნიძეს,ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის ყველა წამყვანი სპორტსმენი მონაწილეობს.
ტურნირის საპრიზო ფონდი 60 000 ევროა, რომელიც I-XX ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებზე გადანაწილდება. მათგან ყველაზე მეტს 11 000 ათასს ჩემპიონი მიიღებს.
I-XIV ადგილზე გასული სპოტსმენები მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებენ.
ასპარეზობა შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდება. თუ არ ჩავთვლით ბოლო ტურს, რომელიც 7 ივნისს 14 საათზე დაიწყება, ყველა დანარჩენი თბილისის დროით 16 საათიდან აიღებს სტარტს.
საქართველოს სახელით იასპარეზებენ:
1.ლელაჯავახიშვილი (2493)
2.ნინობაციაშვილი (2476)
3.ნინოხურციძე (2409)
4.სალომემელია (2409)
5.მაიალომინეიშვილი (2367)
6.მერიარაბიძე (2363)
7.სოფიკოხუხაშვილი (2355)
8.სოფიოგვეტაძე (2311)
9.ქეთიწაწალაშვილი (2278)
10.მირანდამიქაძე (2233)
11.სოფონიკოლაძე (2155)