არსებობს უამრავი გზა, ცნობილი რომ გახდე. მათ შორის სპორტული გუნდებისთვის. დანიაში ხელბურთი ძალზე სახელგანთქმულია და წარმატებებსაც არ უჩივის, მისმა ერთ-ერთმა გუნდმა, კერძოდ, “ფრედერიკსბერგმა” გერმანიაში 19-წლამდე ტურნირი მოიგო, როცა ფინალურ მატჩში ჰოლანდიური “ალმერე” 12:7 დაამარცხა. სკანდინავიელმა გოგონებმა ეს გამარჯვება სკანდალურად აღნიშნეს.
“ფრედერიკსბერგის” ხელბურთელმა ემილი ვეივადტმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: “ნახეთ, ვინ მოიგო ეს თასი”...
სხვათა შორის, გამარჯვების ასე აღნიშვნა დანიაში პირველი შემთხვევა არაა – ფეხბურთში “ბრონდბიუს” ქალთა გუნდმა ჩემპიონობა ასეთ სტილში აღნიშნა, რამაც სოციალურ ქსელში მითქმა-მოთქმა გამოიწვია და საბოლოოდ ფეხბურთელ გოგონებს ფოტოს წაშლა მოუწიათ...