პორტუგალიის ჩემპიონმა ლისაბონის “ბენფიკამ” მეკარე ჟულიო სეზართან ახალი კონტრაქტი გააფორმა. “არწივების” ვებგვერდის ცნობით, 36 წლის კიპერი “და ლუჟზე” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება. ძველი ხელშეკრულება სეზარს მიმდინარე წლის ივნისში ეწურებოდა.
ჟულიო სეზარი “ბენფიკას” 2014 წლის ზაფხულში ინგლისური ქპრ-დან შეუერთდა და გუნდისთვის მნიშვნელოვან მოთამაშდ მალევე იქცა. გასულ სეზონში ვეტერანმა ბრაზილიელმა ლისაბონელთა ღირსება ყველა ტურნირის გათვალისწინებით 33 მატჩში დაიცვა.