თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” მოახლოებულ პლეი-ოფში ფაბიენ კოსიეს იმედი აღარ უნდა ჰქონდეს. ბასკურ კლუბში ბოლომდე სჯეროდათ, რომ ფრანგ გამთამაშებელს გადამწყვეტ მატჩებში დაიხმარდნენ, თუმცა, ფაბიენმა ზურგის ტრავმის მოშუშება ვერ მოასწრო. ამდენად, კოსიესთვის 2015-16 წლების სეზონი ნაადრევად დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ “ლაბორალ კუჩა” ესპანური ლიგის პლეი-ოფში 27 მაისს ჩაებმება, მეტოქედ კი საკმაოდ ძლიერი “გრან კანარია” ეყოლება. სასიხარულოა, რომ კოზიესგან განსხვავებით, მუხლის ტრავმის შემდეგ, მომჯობინება მოასწრო შენგელიამ და სავარაუდოა, რომ რამდენიმე თვიანი უქმობის კვალად, მოედანს სწორედ ხვალინდელ შეხვედრაში დაუბრუნდება.