ფეხბურთი

12:11 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

იტალიას დე როსიც დაუშავდა

ევროპის ჩემპიონატის სამზადისში მყოფ იტალიის ეროვნულ ნაკრებს პრობლემები არ ელევა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, “სკუადრა აძურას” ვარჯიშზე ქუსლის დაზიანება მიიღო დანიელე დე როსიმ. “რომას” საყრდენის დაზიანების სიმძიმე ჯერჯერობით უცნობია.

გარდა ამისა, ანტონიო კონტეს კიდევ ორი ნახევარმცველი, რიკარდო მონტოლივო და ტიაგო მოტა ჰყავს ლაზარეთში და არავინ იცის, შეძლებენ თუ არა ისინი საფრანგეთში გამგზავრებას.

მანამდე კი, მარკო ვერატი და კლაუდიო მარკიზიო მოისაკლისა იტალიამ – მოკლედ, კონტეს საფიქრალი ისედაც არ აკლდა და ახლა კიდევ უფრო მოემატა. აპენინელთა მთავარ გუნდს შუა ხაზში საკადრო პრობლემები აშკარად შეექმნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100427