ჭადრაკი

0:15 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ხომერიკი ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება

ქართველი მოჭადრაკე ნინო ხომერიკი (2304) ჩინებულად თამაშობს რუსულ კირიშიში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე “მსოფლიოს ახალგაზრდა ვარსკვლავები”, სადაც ის ერთადერთი გოგონა მონაწილეა.

ხომერიკი მე-7 ტურში თეთრი ფიგურებით რუს საველი გოლუბოვს (2484) დაუზავდა, მერვეში კი თეთრებითვე ბელარუს ვალერი კაზაკოვსკის (2328) სძლია და 5.5 ქულა მოაგროვა.

ნინოს დარი მონაგარი აქვთ ხსენებულ გოლუბოვს და სომეხ არამ აკობიანს (2348), დამატებითი მაჩვენებლებით კი, ქართველი მე-4 ადგილზეა. ლიდერი გერმანელი დმიტრი კოლარსი (2470) გახლავთ, რომლის აქტივშიც 6.0 ქულაა.

26 მაისს ტურნირზე მე-9 ტურის პარტიები შედგება. ხომერიკი კი შავი ფიგურებით ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ აკობიანს შეხვდება.

0.103819