ჩოგბურთი

22:03 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე უბზეკურ ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირში ჩაება, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

ერთეულთა ტურნირში ცივაძემ “უაილდ ქარდის” მქონე მასპინძელ სერგეი ფომინს 6:3, 6:1 სძლია, მერვედფინალში კი მე-7 ნომრად განთესილ ინდონეზიელ კრისტოფერ რუნგკატთან 7:6 (7:5), 2:6, 1:6 დამარცხდა.

წყვილთა შეჯიბრში ცივაძემ და ყაზახმა დენის იევსეევმა რუსებს – ბობორიკინს და შახნუბარიანს 6:3, 7:5 მოუგეს და მეოთხედფინალში გააღწიეს, სადაც ყაზახ ხასანოვთან და რუს კოზიუკოვთან 6:3, 1:6, 5:10 წააგეს.

0.113369