ფეხბურთი

12:52 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრების პირველი ვარჯიში ავსტრიაში (+VIDEO)

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპაში 15 დღიანი საწვრთნელი შეკრება დაიწყო. ეროვნული გუნდი 24 მაისიდან, ავსტრიის ქალაქ ლინცთან ახლოს მდებარე დაბა ფელდკირხენში ერთი კვირა დარჩება. ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 22 ფეხბურთელი იყო.

გიორგი ჭანტურია ეროვნულ ნაკრებს უახლოეს დღეებში შეუერთდება. ქართველმა ფეხბურთელმა სადებიუტო ვარჯიში "დუისბურგის" საპლეიოფო მატჩის გამო გამოტოვა. გიორგი აბურჯანია კი, რომელსაც სეგუნდა დივიზიონში გადამწყვეტი შეხვედრები აქვს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან შეთანხმებით ეროვნულ გუნდს თვის ბოლოს შეურთდება. ნაკრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უახლოეს ამხანაგურ მატჩებში ჯანო ანანიძე გამოაკლდა.

საწვრთნელი შეკრების ფარგლებში საქართველოს ნაკრები პირველ ამხანაგურ მატჩს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე სლოვაკეთის წინააღმდეგ 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში ჩაატარებს. 3 ივნისს რუმინეთის ეროვნულ გუნდს ქართველი ფეხბურთელები ბუქარესტში შეხვდებიან. ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთნ თამაში კი 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე შედგება.

საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში ამ შემადგენლობით ივარჯიშა:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (მორდოვია, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (ფეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო);

მცველები: გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), ალექსანდრე ამისულაშვილი (დინამო), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), ოთარ კაკაბაძე (დინამო თბ), უჩა ლობჟანიძე (დინამო თბ), გიორგი ნავალოვსკი (სკა-ენერგია, რუსეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი);

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ინტერი, აზერბაიჯანი), ლევან ყენია (სლავია, ჩეხეთი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი (ვიტესი, ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი (ესკიშეჰირსპორი, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ);

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (პოგონი, პოლონეთი), გიორგი ქვილითაია (დინამო თბ).

სფფ-ის პრესსამსახური

0.123676