კალათბურთი

11:32 | 25.05.2016 | ნანახია 776 - ჯერ

“ოკლაჰომას” ფინალამდე ერთი ნაბიჯი დარჩა

“ოკლაჰომამ” შინ “გოლდენ სტეიტი” 118:94 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 3:1 გახადა. მატჩის პირველივე წუთებიდან ოკლაჰომელები დაწინაურდნენ და შეხვედრის ბოლომდე “მეომრები” მდევრის როლში იყვნენ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე რასელ უესტბრუკი გახლდათ, რომელმაც სამმაგი დუბლი შეასრულა - 36 ქულა, 11 მოხსნა და 11 პასი. დურანტს 26 ქულა ჰქონდა. “გოლდენ სტეიტის” ლიდერმა სტეფ კარიმ მხოლოდ 19 ქულა ჩააგდო. სერიის მეხუთე შეხვედრა ოკლენდში გაიმარება, მატჩი 27 მაისს თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

“ოკლაჰომა” – “გოლდენ სტეიტი” 118:94 (30:26, 42:27, 22:29, 24:12)

https://www.youtube.com/watch?v=DJrwoxhZx1E


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.068831
776