დონეცკის “შახტარმა” ვეტერან კაპიტანს, დარიო სრნას ახალი კონტრაქტი გაუფორმა – იუწყება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
ახალი ხელშეკრულება ძალაში 2016/2017 წლების სეზონის ბოლომდე იქნება.
შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ნაკრების კაპიტანი უკრაინულ გრანდში 2003 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმალობაში ჩატარებულ 492 მატჩში 48 გოლი აქვს გატანილი. მან გასულ სეზონში 41-ჯერ ითამაშა და 6 ბურთი შეაგდო.