ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა, რომელიც იტალიის ქალაქ გრადოში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მე-8 ნომრად იყო განთესილი, შეჯიბრს პირველივე წრეში გამოეთიშა.
შაფათავა საწყის რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – იტალიელ კამილა სკალას გაეჯიბრა და 3:6, 3:6 დამარცხდა.
სამაგიეროდ, სოფო ბრძოლას აგრძელებს წყვილთა შეჯიბრში. შაფათავა და არგენტინელი ფლორენსია მოლინერო მე-3 ნომრად არიან განთესილნი და მეოთხედფინალში უბრძოლველად გავიდნენ. მერვედფინალში მათთან სათამაშოდ არგენტინელი პოდოროსკა და იტალიელი როსატელო არ გამოცხადდნენ.