დონეცის “შახტარის” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” თავკაცად ოფიციალურად დაინიშნა. გამოცდილი რუმინელი რუსეთის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში გაწვრთნის, მაგრამ კონტრაქტში დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც, მხარეების სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულება ერთი წლით გახანგრძლივდება. ხსენებულ პოსტზე რუმინელმა პორტუგალიელი ანდრე ვილაშ-ბოაში შეცვალა, რომელმაც “ზენიტი” ცოტა ხნის წინ დატოვა.
ლუჩესკუ 2004 წლიდან მოყოლებული წვრთნიდა “შახტარს” და გუნდში დიდ წარმატებასაც მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მას სამი სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატი აქვს მოგებული – რუმინეთის, თურქეთისა და უკრაინის. ამასთან, “მეშახტეებს” უეფას თასი მოაგებინა 2009 წელს, ხოლო “გალათასარაის” 2000 წელს ევროპის სუპერთასზე გაამარჯვებინა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მე მგონა ეს კაცი პენსიაზე გავიდა და ეს კიდევ 2 წელი აპირებს მუშაობას? 70ს ხო გადაცდა კაი ხანია?
მაგარი პრ ი ყოფილა.
სხვას რას ელოდით რუმინელისგან (რუმინელები და მოლდაველები ნახევრად ციგნები არიან)

ისე კაი მწვრთნელია მაგრამ შახტარში დიდი ხანია თავის თავი ამოწურა
კაი რა ოღონდაც ზენიტი და რუსეთი არა უკრაინიდან პირდაპირ... თან 12 წელი იქ რო ხარ... წადი სტამბულის რომელიმე გუნდში ან მაგ დონის გუნდში თუ გრანდი არ გიწვევს რა რაღა რუსეტი და გაზპრომი
არ მოველოდი
არარის კარგი განვითარება შახტარიდან ზენიტში როცა ორივე ერთი დოის გუნდია. შახტარი უფრო ძლიერი მგონია. მაგრამ აქ ხელფასის გულისთვის გადავიდა ჩემი აზრით
რაღა დროს ამის განვითარებაა? აწი, მალე პენსიაზე გავა და იქ წავიდა, სადაც კარგად გადაუხდიდნენ